Ug Startup Factory , Startup Academy- სთან ერთად იწყებს 1 თვიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის ტრენინგს.პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.  პრეაქსელერაციის  პროგრამა საშუალებას მოგცემს შეიძინო საჭირო ცოდნა, განავითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიცნო საინტერესო ადამიანები, რომლებიც შესაძლოა შენი პარტნიორები გახდნენ.

ტრენინგის ბოლო ეტაპზე,   შუალედური დემო დღის მეშევობით შეირჩევა 10 გუნდი, რომლებიც  მოხვდებია UG Startup Factory-ის 2 თვიან სააქსელერაციო პროგრამაში.

აქსელერაციის პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

  1. იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
  2. გუნდის ფორმირება;
  3. ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
  4. MVP-ზე მუშაობა;;
  5. მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
  6. დემო დღეზე გამოსვლა  პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

  1. მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში;
  2. მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა);
  3. მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით;

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

  1. OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  2. ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;
  3. მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
  4. ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

პრეაქსელერაციის პროგრამა აქსელერაციის პროგრამის წინაპიირობაა!

პრეაქსელერაციის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ მიიღებენ სერთიფიკატებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება უფასოა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა : 8 აპრილი.