Startup Factory გთავაზობთ:
საერთო სამუშაო სივრცე
24/7 -ზე ფუნქციონირებადი თანამედროვე სამუშაო გარემო, რომელშიც შესაძლებელია 40-მდე ადამიანის განთავსება.
შეხვედრების ოთახი
თანამედროვე სტანდარტების მყუდრო გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელიც ფუნქციონირებს 24/7-ზე.
სტარტაპების აქსელერაცია
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი ინოვაციური ბიზნეს იდეა ჩვენთან ერთად, რისთვისაც გექნებათ მიიღოთ დაფინანსება Startup Factory-ის ფონდიდან.
წვდომა ინოვაციურ ლაბორატორიებთან
ჩვენი სტარტაპებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი არის შემდეგი ინფრასტრუქტურა: ელექტრონიკისა და ინჟინერიის ლაბორატორია, მობილური აპლიკაციების შექმნის ცენტრი.
Startup Factory არის სივრცე, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ინოვაციური იდეების განხორციელებას.
საქართველოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით უკვე მოხდა რამდენიმე ინოვაციური სტარტაპ იდეის დაფინანსება, მათ შორის კი არის SparkLab-ის აპლიკაცია, რომლის ავტორიც სამი ახალგაზრდაა. მათ გადაწყვიტეს სასკოლო სწავლება უფრო მიმზიდველი გაეხადათ მოსწავლეებისთვის და ვიზუალურ მასალასთან ერთად უფრო ძირფესვიანად გაცნობოდნენ ინფორმაციას...
UG Startup Factory და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა აცხადებს პროგრამას “ინოვაციური ზაფხული”. თუ ხარ კრეატიული, ენერგიული, შრომის მოყვარე, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის შექმნილი და ის შენს შემდგომ პირად განვითარებაში დაგეხმარება.