• მთავარი
  • სერვისები
  • ფასები
  • აქსელერაცია
  • სიახლეები
  • გალერეა
  • მენტორები
  • კონტაქტი
 KA  EN


პროგრამა - ინოვაციური ზაფხული

 პროგრამა- ინოვაციური ზაფხული

პროგრამის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა.

ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
განავითარო უნარ-ჩვევები;
გაიცნო საინტერესო ადამიანები;
მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები.


ინოვაციური ზაფხულის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაეუფლოთ ლიდერობას, გუნდურ მუშაობას, ეფექტური პრეზენტაციის უნარებს, პროექტის მართვას, ღია აზროვნებას და განავითაროთ თქვენი სტარტაპი 0-დან პროგრამის ფარგლებში შეძენილ მეგობრებთან ერთად. 

შემოგვიერთდით და გაატარეთ ინოვაციური ზაფხული ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც იზრუნებენ თქვენს პირად განვითარებაზე. 


სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში (ბუნებაში, ორიგინალურ ნაგებობაში და სხვა ლოკაციებზე.)

მონაწილეებს წინ ელოდებათ ბევრი მხიარულება და საინტერესო დავალებები, რომელთა შესრულებითაც შეეცდებიან მცირედით მაინც შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო. 

გაგვაცანი შენი თავი და შეავსე სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScfhBnOHWCkLBGBMbbifnk_uC2W8WRTVA8l-6dJ2TdHoWOblA/viewform 

მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 4ივლისი.

ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მოხვედრა შეეძლება 20 საუკეთესო აპლიკანტს.


კონკრეტული ტრენერებისა და სპიკერების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ეტაპობრივად.

 

Startup Factory

სივრცე განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს განავითაროს საკუთარი ინოვაციები, შექმნას საკუთარი სტარტაპი. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების ინოვაციების დანერგვას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

დაგვიკავშირდით

მის: კოსტავას 77ა, თბილისი, საქართველო 0171

ელ. ფოსტა: [email protected]

ტელეფონი: 579 529 529

2018 © All Rights Reserved