პროგრამის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა.
ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
განავითარო უნარ-ჩვევები;
გაიცნო საინტერესო ადამიანები;
მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები.
ინოვაციური ზაფხულის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაეუფლოთ ლიდერობას, გუნდურ მუშაობას, ეფექტური პრეზენტაციის უნარებს, პროექტის მართვას, ღია აზროვნებას და განავითაროთ თქვენი სტარტაპი 0-დან პროგრამის ფარგლებში შეძენილ მეგობრებთან ერთად.
შემოგვიერთდით და გაატარეთ ინოვაციური ზაფხული ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც იზრუნებენ თქვენს პირად განვითარებაზე.
სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში (ბუნებაში, ორიგინალურ ნაგებობაში და სხვა ლოკაციებზე.)
მონაწილეებს წინ ელოდებათ ბევრი მხიარულება და საინტერესო დავალებები, რომელთა შესრულებითაც შეეცდებიან მცირედით მაინც შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო.
გაგვაცანი შენი თავი და შეავსე სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScfhBnOHWCkLBGBMbbifnk_uC2W8WRTVA8l-6dJ2TdHoWOblA/viewform
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 4ივლისი.
ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მოხვედრა შეეძლება 20 საუკეთესო აპლიკანტს.
კონკრეტული ტრენერებისა და სპიკერების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ეტაპობრივად.